Belive

რეალი კაპიტნის გარეშე - რამოსი ტრავმირებულია!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის ეგიდით გამართული, ესპანეთისა და გერმანიის დაპირისპირების დროს, სერხიო რამოსმა ტრავმა მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, "სამეფო კლუბს" მომდევნო მატჩების გამართვა კაპიტნის გარეშე მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, "ბლანკოსის" კაპიტანი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ 3 მატჩს გამოტოვებს. სერხიო რამოსი "რეალის" დახმარებას "ვილიარეალის", "ინტერისა" და "ალავესის" წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებებში ვერ შეძლებს. სერხიო რამოსის დაბრუნების სავარაუდო თარიღად 1 დეკემბერი სახელდება. უკრაინაში, "შახტარი" "რეალს" უმასპინძლებს და "სამეფო კლუბის" მესვეურები იმედოვნებენ, რომ რამოსი აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

სხვა სტატიები