Belive

რეალი კლასიკოს დანაკლისით შეხვდება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ხამეს როდრიგესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. კოლუმბიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ეროვნული გუნდის შეკრების დროს დაშავდა და როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, მარცხენა მუხლის დაზიანება მიიღო. დაბრუნების ზუსტი დრო ცნობილი არ არის, თუმცა 28 წლის ფეხბურთელი დაახლოებით თვენახევარს გამოტოვებს. შესაბამისად, "ბარსელონასთან" გასამართ ელ კლასიკოსაც. ხამესმა ბოლოს 22 ოქტომბერს ითამაშა, მთლიანად სეზონში კი მოედანზე 9-ჯერ გავიდა და 1 გოლის გატანა მოახერხა. კოლუმბიელმა ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.  

სხვა სტატიები