Belive

რეალი ლუკა იოვიჩს 12 ივნისს წარადგენს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალსა" და "აინტრახტს" შორის შეთანხმება შედგა - ოფიციალურად, ლუკა იოვიჩი მადრიდულ გრანდში ითამაშებს. სერბი ცენტრალური თავდამსხმელის სანაცვლოდ, მადრიდელებმა €60 მილიონი გადაიხადეს. ესპანური Marca-ს ცნობით, მადრიდული გუნდი იოვიჩს ოთხშაბათს, 12 ივნისს წარადგენს. იოვიჩის გარდა, "რეალმა" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ედენ აზარი (€100 მლნ.) და ედერ მილიტაო (€50 მლნ.) შეიძინა.

ასევე იხილეთ: ვინ არის რეალის 60 მილიონიანი შენაძენი, ლუკა იოვიჩი?

სხვა სტატიები