Belive

რეალი მარსელოს შემცვლელად მარკოს ალონსოს განიხილავს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვის შემდეგ, მსოფლიო საფეხბურთო სამყარო „რეალში“ მისი შემცვლელის ვინაობას განიხილავს. აზარი, ნეიმარი, მბაპე - ასეთი დონის ვარკსვლავებზე საუბრის პროცესში ფეხბურთის გულშემატკივრებს მნიშვნელოვანი ფაქტორი გამორჩათ - რეალს მარცხენა მცველის, ბრაზილიელი მარსელოს კარგი შემცვლელი არ ჰყავს. გულშემატკივრებისგან განსხვავებით, მადრიდის "რეალის" ახალი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი აღნიშნულ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამიტომაც "ჩელსიდან" მარკოს ალონსოს გადაბირებას ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას Eurosport-ი ავრცელებს. 2018/2019 სეზონის დასაწყისში „რეალს“ იჯარის წესით გასხვისებული კოენტრაუ დაუბრუნდა. არასტაბილური პორტუგალიელის გარდა მარსელოს შეცვლა ნაჩოსაც შეუძლია, რომელიც დაცვაში უნივერსალია - ესპანელი როგორც ფლანგებზე, ასევე ცენტრშიც თამაშობს, მაგრამ ნაჩოს ძირითად პოზიციას მარცხენა ფლანგი ნამდვილად არ წარმოადგენს. 27 წლის მარკოს ალონსოსთვის მიმდინარე სეზონი ძალიან წარმატებულად დაიწყო - 2 თამაშში ალონსომ 1 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. Eurosport-ი წერს რომ ალონსოში, რომლის სატრანსფერო ფასიც 40 მილიონ ევროს აჭარბებს, მადრიდული გუნდი 60 მილიონ ევროს იხდის. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ 4 დღეა დარჩენილი და ძალიან საინტერესოა, მოახერხებს თუ არა მადრიდული გრანდი გუნდში მორიგი ესპანელის გადაბირებას.

სხვა სტატიები