Belive

რეალი პოგბას გადმობირებასთან კიდევ უფრო ახლოსაა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" სუპერტრანსფერისათვის მოლაპარაკებებს აწარმოებს. "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი მთავარი ფიგურა პოლ პოგბა, რომელიც მათ რეკორდულ ფასად შეიძინეს, მადრიდელების სამიზნეში აღმოჩნდა. Mirror-ის ცნობით "ბლანკოსი" მზადაა ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისურ კლუბს 87 მილიონი დოლარი გადაუხადოს. თავად ფეხბურთელმა ამჟამინდელი გუნდის მესვეურებს განუცხადა, რომ სამეფო კლუბში თამაში მისი უდიდესი სურვილიც გახლავთ.
Paul-Pogba-poses-after-signing-for-Manchester-United
პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, შესაბამისად "რეალში" იმედს იტოვებენ, რომ მის გადმობირებას მალევე შეძლებენ, რათა ინგლისურმა კლუბმა მისით ფინანსური სარგებელი მოიპოვოს. ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ ფრანგი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ტრანსფერის საქმეს შეუდგა, თუმცა რამდენად პროგრესირებს საკითხი ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიმდინარე სეზონში, რომელიც კორონავირუსის გამო განუსაზღვრელი ვადითაა შეჩერებული, პოგბა მინდორზე მხოლოდ 8-ჯერ გამოჩნდა, რა პერიოდშიც მან 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ბოლო პერიოდში ფრანგი ფეხბურთელი მინდორზე ვეღარ ჩნდება, ვინაიდან მას კოჭის ტრავმა აწუხებს.

სხვა სტატიები