Belive

რეალი მზადაა პოგბას გამო 4 ფეხბურთელი დათმოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რეალ მადრიდი" მზად არის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პოლ პოგბას სანაცვლოდ გუნდის 4 ფეხბურთელს შეელიოს. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ ფრანგ ნახევარმცველს "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურს. პოგბა არაერთ კლუბსაც დაუკავშირეს, თუმცა, მადრიდელთა ინტერესი მათ შორის ყველაზე რეალურია. მარტინ ოდეგაარდი, ხამეს როდრიგესი, ბრაჰიმ დიასი და ლუკას ვასკესი - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებსაც "რეალი" პოგბას ტრანსფერში გადასახდელი თანხის შემცირების გამო შეელევა. "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ოლე გუნარ სოლსკიაერს უნდა, რომ 27 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდში დარჩეს, თუმცა პოგბას სურვილის გარეშე ამ ყველაფერს მნიშვნელობა აღარ ექნება. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" 2016 წელს პოლ პოგბა "იუვენტუსიდან" რეკორდულ, 89 მილიონ ევროდ შეიძინა.

სხვა სტატიები