Belive

რეალი პსჟ-ს ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პირვეილ მატჩისთვის ემზადებიან - "სამეფო კლუბი" პარიზში გაფრინდა, სადაც პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრას "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ გამართავს. ცნობილია იმ ფეხბურთელების სია, რომელიც საფრანგეთში გუნდთან ერთად გაფრინდა. აღსანიშნავია, რომ მადრიდელები პარიზულ გრანდს დიდი დანაკლისით შეხვდებიან: მარსელოსა და მოდრიჩს ტრავმა აწუხებთ, ხოლო რამოსი კი დისკვალიფიცირებულია. მეკარეები: ტიბო კურტუა, ალფონს არეოლა, დიეგო ალტუბე; მცველები: დანიელ კარვახალი,ედერ მილიტაო, რაფაელ ვარანი, ალვარო ორდიოსოლა, ფერლან მენდი, ადრიან დე ლა ფუენტე; ნახევარმცველები: ტონი კროოსი, კაზემირო, ხამეს როდრიგესი; თავდამსხმელები: ედენ აზარი, კარიმ ბენზემა, გარეთ ბეილი, ლუკას ვასკესი, ლუკა იოვიჩი, ვინიციუს ჯუნიორი, როდრიგო.

სხვა სტატიები