Belive

რეალი - რაიო ვალეკანო კორონავირუსის გამო გადაიდო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამხანაგური მატჩი "რეალსა" და "რაიო ვალეკანოს" შორის აღარ ჩატარდება. მიზეზი კვლავ კორონავირუსია. Marca-ს ინფორმაციის თანახმად, "რაიოს" ფეხბურთელი PCR ტესტის პასუხს ელოდება. იმისათვის, რომ მოთამაშეთა ჯანმრთელობა რისკისქვეშ არ დადგეს, გადაწყდა, რომ ლა ლიგის დაწყებამდე დანიშნული მოსამზადებელი შეხვედრა გაუქმდეს. აქვე გეტყვით, რომ "ბლანკოსი" ესპანეთის ჩემპიონატს 20 სექტემბრამდე არ გაანახლებს, ხოლო "რაიო" კვირას "მალიორკას" შეხვდება.

სხვა სტატიები