Belive

რეალი რამდენიმე ვარსკვლავის გაყიდვას გეგმავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან პროპორციულად მადრიდის "რეალის" თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა, განაცხადა, რომ მისი სურვილია საკუთარი კლუბის გადახალისება. "AS"-ის ცნობით, "ბლანკოსი" მზადაა სატრანსფერო პერიოდში გუნდის 2 ვარსკვლავს, ხამეს როდრიგესსა და გარეთ ბეილს შეელიოს. გუნდიდან წამსვლელთა სიაში ბეილთან და როდრიგესთან ერთად კიდევ 4 ფეხბურთელი მოხვდა - ლუკას ვასკესი, მარიანო დიასი, ალვარო ოდრიოძოლა და ნანჩო ფერნანდესი. "რეალის" რიგებში ამჟამად მყოფი ფეხბურთელების გაყიდვა/გასხვისება, კლუბის ბიუჯეტზე დადებითად იმოქმედებს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზიდანის სურვილი შემადგენლობის გადახალისება და განახლებაა, შესაბამისად უნდა ველოდოთ "რეალისთვის" დამახასიათებელ დიდ და ხმაურიან ტრანსფერებს.

სხვა სტატიები