Belive

რეალი სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციას იწყებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სანტიაგო ბერნაბეუ" ერთ-ერთი გამორჩეული სტადიონია, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ, კიდევ უფრო თვალწარმტაცი გახდება. გავლენიანი ესპანური ტაბლოიდის,  MARCA-ს მტკიცებით, "ბლანკოსის" წარმომადგენლებმა თითქმის დაასრულეს მოსამზადებელი პროცედურები და უახლოეს მომავალში, "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქცია დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, რეკონსტრუქციის შემდეგ, "სამეფო კლუბის" მესვეურები მხოლოდ სტადიონის იერსახის განახლებას აპირებენ და "სანტიაგო ბერნაბეუზე" გულშემატკივართა ტევადობა არ გაიზრდება. პროექტი, რომლის განხორციელება 400 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება, მიზნად ისახავს "სანტიაგო ბერნაბეუსთვის" მოძრავი ჭერის გაკეთებას. აგრეთვე, მთლიანად შეიცვლება ლეგენდარული სტადიონის იერსახე.

სხვა სტატიები