Belive

რეალი სასურველ მწვრთნელს ეძებს | სავარაუდო სიას პოჩეტინო ლიდერობს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მას შემდეგ რაც ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ესპანელებმა ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყეს. მადრიდული კლუბის მთავარ სამიზნედ, 49 სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინოა შერჩეული. პოჩეტინო ამჟამად პარიზულ გრანდს, "პსჟ"-ს წვრთნის, რომელთან ერთადაც ვერც ჩემპიონთა ლიგაზე და ვერც შიდა ჩემპიონატში წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა მიუხედავად ამისა არგენტინელი მწვრთნელის კარიერული წარმატების გათვალისწინებით ესპანური გუნდისთვის ის მაინც სასურველი კადრია. მთავარი მწვრთნელის პოსტის გამოთავისუფლების შემდეგ, "ბლანკოსისთვის" ყველაზე სასურველი კადრი მასიმილიანო ალეგრი გახლდათ, რომელიც დიდი ალბათობით მალე "იუვენტუსის" თავკაცი გახდება, შესაბამისად "სამეფო კლუბში" ეს კანდიდატურა გამორიციხა. პოჩეტინო "რეალის" დღის წესრიგში, სწორედ ალეგრის გამორიცხვის შემდეგ დადგა. აღსანიშნავია, რომ კლუბში ასევე ანტონიო კონტესა და რაულის ვარიანტებსაც განიხილავენ, თუმცა მთავარი სამიზნე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მაურისიო პოჩეტინოა. თავად პოჩეტინო არ მალავს სურვილს, რომ "რეალის" გაწვრთნა მისი ოცნებაცაა, თუმცა აქ მეორე ფაქტორია - რამდენად მისცემს მას "პსჟ" ამის შესაძლებლობას? ისიც აღსანიშნავია, რომ არგენტინელის გუნდში დაბრუნება "ტოტენჰემს" სურს. არგენტინელ სპეციალისტს ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად "რეალს" კიდევ ერთი რთული მისი ექნება შესასრულებელი - დაგეგმილია მოლაპარაკებები "რეალის" წარმომადგენლებსა და მათ ფრანგ კოლეგებს შორის, ამ უკანასკნელებს კი კონტრაქტის გათვალისწინებით უპირატესობა ექნებათ ნებისმიერი ტიპის დისკუსიაში.

სხვა სტატიები