Belive

რეალი სენსაციური ტრანსფერის განხორციელების ზღვარზეა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" მარკუს რეშფორდის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. წყაროს მტკიცებით, "ბლანკოსის" მესვეურები მზად არიან რეშფორდის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" 100 მილიონი ფუნტი შესთავაზონ. "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდა შემტევის შენარჩუნებას შეძლებენ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში გეგმავს მისთვის განახლებული კონტრაქტის შეთავაზებას - თუმცა მადრიდულ გრანდს საკმაოდ მაცდური წინადადება აქვს - "რეალის" წარმომადგენლები რეშფორდს გაცილებით უკეთეს კონტრაქტს და ნომერ პირველ შემტევად დაყენებას პირდებიან.

სხვა სტატიები