Belive

რეალი Vs. ჩელსი (პრევიუ)

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპის სუპერ ლიგის სკანდალში გახვევის შემდეგ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "რეალი" "ჩელსის" დამარცხებას შეეცდება. "სამეფო კლუბისა" და "არისტოკრატების" დაპირისპირება, 27 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, "ალფრედო დი სტეფანოს" სახელობის სტადიონზე გაიმართება. 1/4 ფინალურ ეტაპზე, "რეალმა" "ლივერპული" ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა, ხოლო "ჩელსიმ" "პორტოს" ბარიერი გადალახა (2:1). საფეხბურთო მიმომხილველების აზრით, წყვილში ფავორიტის სტატუსით "რეალი" სარგებლობს. არაერთი სპორტული ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მადრიდული გრანდი "ჩელსის" ბარიერს გადალახავს და უკანასკნელი 3-წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობას პირველად შეძლებს. აღსანიშნავია, რომ "ბლანკოსს" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ, მოგების 40.48% მაჩვენებელი აქვს. "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2013-14 წლების სეზონის შემდეგ პირველად ასპარეზობს. ლონდონელებს ზურგს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა უმაგრებს. აღსანიშნავია, რომ UEFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში, "რეალი" და "ჩელსი" ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ - "არისტოკრატებმა" სამივე შეხვედრაში დადებითი ბალანსი შეინარჩუნეს (2 მოგება, 1 ფრე) თუმცა წინასასეზონო მზადების პერიოდში, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, "რეალმა" "ჩელსი" 2013 და 2016 წლებში ორჯერ დაამარცხა. შემადგენლობის მხრივ "სამეფო კლუბს" გაცილებით უფრო თვალსაჩინო დანაკლისი აქვს. სერხიო რამოსი პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამოტოვებს, თუმცა "რეალის" სამედიცინო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კაპიტანი საპასუხო მატჩისთვის მზად იქნება. "რეალის" დახმარებას ფერლანდ მენდი, ფედერიკო ვალვერდე და ლუკას ვასკესიც ვერ შეძლებენ. "ჩელსი" ნახევარფინალურ დაპირისპირებას პრაქტიკულად უდანაკარგოდ ხვდება.

"რეალის" შედეგი ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 5 მატჩში: მოგება-ფრე-ფრე-მოგება-ფრე "ჩელსის შედეგი ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 5 მატჩში: მოგება-წაგება-მოგება-ფრე-მოგება  

სხვა სტატიები