Belive

რეალი Vs. მანჩესტერ სიტი - ვინ დასახელდა მატჩის საუკეთესოდ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს გამართული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ტიბო კურტუა დასახელდა. ბელგიელმა მეკარემ "რეალის" მიერ "მანჩესტერ სიტისთან" მოგებულ საოცარ მატჩში (3:1) არაერთი მნიშვენლოვანი ბურთი მოიგერია. მიუხედავად იმისა, რომ როდრიგომ ინგლისელთა კარში დუბლი შეასრულა, საუკეთესო სწორედ ტიბო გახდა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა მეკარის ანგარიშზე დღეს 8 სეივი იყო. მათგან ერთ-ერთი კურტუამ ჯეკ გრილიშის წინააღმდეგ აიღო. რომ არა ბელგიელი, "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაწინაურდებოდა და "რეალს" ქამ-ბექის შანსები აღარ ექნებოდა. "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები