Belive

რეალი ზაფხულში პოგბას შესაძენად ყველაფერს იზამს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი" ზაფხულში პოლ პოგბასთვის იბრძოლებს. მადრიდელებმა უკვე შეიძინეს ედენ აზარი და ლუკა იოვიჩი. ახლა ისინი ყველაფერს გააკეთებენ პოგბას შესაძენად. პოგბათი თავად ზინედინ ზიდანი არის დაინტერესებული და მისი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ხილვა სურს. თავის მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედს" არ უნდა ფრანგი ნახევარმცველი გაშვება და მასში 150 მილიონ ევროს ითხოვს. პოგბას ალტერნატივად კი კრისტიან ერიკსენი და დონი ვან დე ბეეკი სახელდებიან, თუმცა ზიდანს ყველაზე მეტად თავისი თანამემამულე სურს. პოლ პოგბას "ოლდ ტრაფორდის" დატოვების სურვილი აქვს და მოხარულია "რეალის" ინტერესით. პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2016 წლიდან თამაშობს. "წითელი ეშმაკების" მაისური მან 135-ჯერ მოირგო და 31 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები