Belive

რეალიდან შესაძლო წამსვლელთა სია გაიზარდა - ბლანკოსი ვარსკვლავებს ელევა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან პროპორციულად მადრიდის "რეალის" თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა, განაცხადა, რომ მისი სურვილია საკუთარი კლუბის გადახალისება. "AS"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბლანკოსი" მზად იყო სატრანსფერო პერიოდში გუნდის ორ ვარსკვლავს, ხამეს როდრიგესსა და გარეთ ბეილს შეელიოს, თუმცა დღეს Sport.es-ის მიერ გამოქვეყნებულმა ცნობამ, რომლის თანახმადაც გუნდიდან წამსვლელთა სიას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შეუერთდა, საზოგადოება განაცვიფრა. აქამდე გავრცელებული ცნობის თანახმად გუნდიდან წამსვლელთა სიაში ბეილთან და როდრიგესთან ერთად კიდევ 4 ფეხბურთელი გახლდათ - ლუკას ვასკესი, მარიანო დიასი, ალვარო ოდრიოძოლა და ნანჩო ფერნანდესი.
1587485307305
ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდელები ზაფხულში ტრანსფერზე ლუკა მოდრიჩისა და მარსელოს დაყენებასაც გეგმავენ. გუნდის გადახალისებისა და განახლების სურვილი "რეალის" ფრანგ სპეციალისტს, ზინედინ ზიდანს თავად აქვს, თუმცა რამდენად მიზანშეწონილია ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელების გასხვისება ამას მომდევნო სეზონი გამოაჩენს...

სხვა სტატიები