Belive

რეალის ამომავალი ვარსკვლავი კონტეს სატრანსფერო რადარზე აღმოჩნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რეალის" ამომავალი ვარსკვლავი - აჰრაფ ჰაკიმი ანტონიო კონტეს სატრანსფერო რადარზე აღმოჩნდა. იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერი" ჰაკიმის ტრანსფერის განხორციელების ზღვარზეა. 21 წლის ჰაკიმის სანაცვლოდ, "ნერაძური" £35.8 მილიონის გადახდას გეგმავს. მოროკოელი ფეხბურთელი "რეალის" აკადემიის აღზრდილია. ჰაკიმიმ "ბლანკოსის" მაისური 17 შეხვედრაში მოირგო, რის შემდეგაც მისი მადრიდული კარიერა არც ისე სახარბიელოდ განვითარდა. უკანასკნელი 2 სეზონის განმავლობაში "დორტმუნდში" იჯარით განათხოვრებულმა ფეხბურთელმა კვლავ შეძლო ევროპული გრანდების ყურადღების მიპყრობა. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე "დორტმუნდის" მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში ჰაკიმიმ 9 გოლის გატანა შეძლო და 10 ასისტი გაიფორმა.

სხვა სტატიები