Belive

რეალის ხელმძღვანელობა ირწმუნება რომ მბაპესა და 17 წლის ტალანტს გადმოიბირებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სანტრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება ამა თუ იმ შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ამჯერად პრესის ყურადღება მადრიდის "რეალმა" მიიპყრო, რომელთაც ტრადიციულად საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვთ, თუმცა არა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, არამედ მომდევნო ზაფხულში. საქმე ეხება კილიან მბაპესა და ედუარდო კამავინგას - "ბლანკოსში" ირწმუნებიან, რომ 2021 წლის ზაფხულიდან ხსენებული ორი ფეხბურთელი სამეფო კლუბის ფორმას მოირგებენ. Sport.es-ის ცნობით მადრიდელები უკვე დაუკავშირდნენ "პსჟ"-სა და "რენის" ხელმძღვანელობას და გააფრთხილეს/სთხოვეს, რომ ხსენებულ ფეხბურთელებს კონტრაქტის განახლება არ შესთავაზონ, ვინაიდან 2021 წლის ზაფხულში ესპანელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მბაპესა და კამავინგას საკუთარი გუნდის მაისური მოარგონ. კილიან მბაპე მსოფლიო ფეხბურთელისათვის საყოველთაოდ ცნობილი ფიგურაა, რაც შეეხება ედუარდო კამავინგას, ის 17 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელია, პოზიციით ჩამშლელი ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად "რენის" რიგებში ირიცხება. მან 2019/20 წლების საფეხბურთო სეზონში 1 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები