Belive

რეალის ხუთმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რეალ მადრიდს" წამყვანი ფეხბურთელები უბრუნდებიან. Marca-ს ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის გუნდის ხუთმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა. როგორც ცნობილია, ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა მოდრიჩის, ალაბას, როდრიგოს, ბეილისა და მარსელოს შემთხვევაში. რაც შეეხებათ ლუნინს, ასენსიოსა და ისკოს - სამივე მათგანი იზოლაციაში რჩება. "რეალს", დანაკლისის მიუხედავად, 3 ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2 ტურის წინ მადრიდელებმა მოულოდნელად "კადისის" დამარცხება ვერ მოახერხეს (0:0). შემდეგ შეხვედრას "სამეფო კლუბი" 2 იანვარს, "ხეტაფესთან" გამართავს.

სხვა სტატიები