Belive

რეალის მთავარი სამიზნე ჯუდ ბელინგემი იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ედუარდო კამავინგასა და აურელიან ჩუამენის შემდეგ, მადრიდელები კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატებას აპირებენ. Marca-ს ინფორმაციით, სამეფო კლუბი ჯუდ ბელინგემისთვის კონტრაქტს ამზადებს. როგორც ესპანური გამოცემა ირწმუნება, "რეალს" უკვე გადაწყვეტილი აქვს ახალგაზრდა ინგლისელის დამატება. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, "ბლანკოსი" სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ჯუდი არის ის ფეხბურთელი, რომელიც მათ სჭირდებათ. მომავალ ზაფხულს ახალგაზრდა ნახევარმცველის ფასი დაახლოებით 100 მილიონი ევრო იქნება.

"რეალის" ხელმძღვანელობამ იცის, რომ მათ ნახევარდაცვას განახლება სჭირდება და სწორედ ამიტომ აკეთებენ ყველაფერს ბელინგემის დასამატებლად. მათივე განცხადებით, ინგლისელს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნახევარდაცვას ახალი სიცოცხლე შემატოს და ცარიელი ადგილი შეავსოს. ყველამ ვიცით, რომ კაზემიროს, მოდრიჩისა და კროოსის ლეგენდარული ტრიო დაიშალა და მადრიდულ კლუბს ახალი სამეული სჭირდება. სამეფო კლუბის თავკაცების განცხადებით, მათი მიზანი არა იმ ლეგენდარული ტრიოს შეცვლა, არამედ ახალი ძლიერი ნახევარდაცვის ჩამოყალიბებაა.

სხვა სტატიები