Belive

რეალის მცველი პრემიერ ლიგაში ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი, ხესუს ვალეხო პრემიერ ლიგაში გადავა. 22 წლის ესპანელი ფეხბურთელი "ვულვზის" ღირსებას დაიცავს. ინგლისელები მას იჯარით აიყვანენ. ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის. ხესუს ვალეხო მადრიდის "რეალის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. ის "სარაგოსას" აღზრდილია. იჯარის წესით ვალეხო "სარაგოსასა" და ფრანკფურტის "აინტრახტში" იყო განათხოვრებული. გასულ სეზონში ხესუს ვალეხომ "რეალის" შემადგენლობაში მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა და ერთი ბურთის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები