Belive

რეალის ფანები აზარის პრეზენტაციისას: "ჩვენ მბაპე გვინდა!"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 13 ივნისს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ედენ აზარის პრეზენტაცია შედგა. ესპანური Marca-ს ცნობით, პრეზენტაციას 50,000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. პრეზენტაციის დროს საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: "რეალის" გულშემატკივრებმა ერთობლივი შეძახილები დაიწყეს, სადაც ისინი გუნდის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს კილიან მბაპეს შეძენას სთხოვდნენ. შეგახსენებთ, რომ ედენ აზარის სანაცვლოდ "რეალმა" ლონდონის "ჩელსის" 100 მილიონი ევრო გადაუხადა.

ასევე იხილეთ: რეალმა აზარი უნომროდ წარადგინა

სხვა სტატიები