Belive

რეალის ფანებმა დემბელეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სამეფო თასზე "რეალი" საკუთარ კედლებში მოსისხლე მტერთან დამარხდა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული "ელ კლასიკო" "რეალის" მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა. ESPN-ის სპორტული ჟურნალისტის მტკიცებით, "რეალის" ფანებმა უსმან დემბელეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. წყაროს მტკიცებით, იმ დროს, როდესაც დემბელე ბურთს იღებდა "ბლანკოსის" რამდენიმე ფანი მაიმუნის პაროდიას აკეთებდა და უჩვეულო ხმებს გამოსცემდა. ამ წუთისათვის უცნობია, მოხერხდება თუ არა ფანების იდენტიფიცირება და რა სადამსჯელო ზომები გატარდება მათ წინააღმდეგ.

სხვა სტატიები