Belive

რეალის ფეხბურთელების საიუბილეო მატჩი 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალსა" და "ვალენსიას" შორის გამართული ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი (3:1) "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებისთვის საიუბილეო გამოდგა. ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა "ბალნკოსების" მაისურით კარიერაში მე-200 მატჩი მოიგო, გუნდის მთავარმა საყრდენმა ნახევარმცველმა კაზემირომ კი - 150-ე. ვარანი "რეალში" მეცხრე სეზონს ატარებს. ამ დროში მან 16 ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 2-ჯერ ლა ლიგა. მის ანგარიშზე "თეთრებისთვის" გატანილი 15 გოლია. რაც შეეხება კაზემიროს, ის მეექვსე წელია "რეალს" ერთგულებს, ყულაბაში კი 12 ტიტული და 20 გოლი აქვს. მათ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი აქვთ, ამისათვის დედაქალაქური გუნდის ფეხბურთელებს "ატლეტიკოსთან" დერბიში გამარჯვება სჭირდებათ.

სხვა სტატიები