Belive

რეალის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პირველი შემთხვევა მადრიდის "რეალში" - ტესტმა დადებითი შედეგი მარიანო დიასის ანალიზებზე აჩვენა. ინფორმაციას ესპანური გამოცემები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, დომინიკელი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. "რეალ მადრიდი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩს "მანჩესტერ სიტისთან" 10 დღეში, 7 აგვისტოს გაიმართება. შესაბამისად, მარიანოს თამაში ინგლისურ კლუბთან გამოირიცხა.

სხვა სტატიები