Belive

რეალის ყოფილი პრეზიდენტის სკანდალური განცხადება ზიდანისა და რონალდუს წასვლაზე

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ყოფილმა  პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა სკანდალური განცხადება გააკეთა. კალდერონმა ზინედინ ზიდანის გუნდიდან წასვლის მიზეზი დაასახელა. "სამეფო კლუბის" ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას კონფლიქტი გუნდის ახლანდელ პრეზიდენტთან, ფლორენტონო პერესთან მოუვიდა.
"ზიდანს რონალდუს გუნდში დატოვება და ბეილის გაშვება სურდა, თუმცა პერესი პირიქით მოიქცა. ამის გამო ზიდანი წავიდა და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო" - განაცხადა კალდერონმა.
ზინედინ ზიდანმა "რეალი" ზაფხულში დატოვა და ეს გადაწყვეტილება გულშემატკივრებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. "ბლანკოსთან" ერთად ზიზუმ ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.

სხვა სტატიები