Belive

რეალის სამარცხვინო საქციელი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" გუშინდელი საქციელი სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა, საქმე იმაშია რომ "სამეფო კლუბმა" გუშინ, კლუბის ლეგენდას კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით არ მიულოცა რაც სწრაფადვე შეფასდა სამარცხვინო და არასწორ საქციელად. რონალდუს, 34 წლის იუბილე სიყრმის გუნდმა "სპორტინგმა", ამჟამინდელმა კლუბმა "იუვენტუსმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა" და პორტუგალიის ნაკრებმა მიულოცა, ანუ ყველამ სადაც კი მას უთამაშია, გარდა მადრიდელებისა. რონალდუ "რეალში" 9 წლის განმავლობაში თამაშობდა, მან "თეთრებთან" ერთად 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი, იგი "რეალის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლე და მრავალი რეკორდის მფლობელია, სწორედ ამიტომ მადრიდელებისგან დაბადების დღის არმილოცვა განხილვის საგნად იქცა. თუმცა მადრიდის "რეალი" მსგავსი საქციელებით გამორჩეულია, გავიხსენოთ თუნდაც იკერ კასილასის გუნდიდან გაშვება, ამ ყველაფრის მიზეზი კი როგორც ამბობენ ფლორენტინო პერესია.

სხვა სტატიები