Belive

რეალის, სიტისა და ჩელსის სკაუტები კვარაცხელიას აკვირდებიან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში იმყოფება.

იტალიის სერია A-სა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, კვარა ფენომენალურად ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში, კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი, 10 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტია.

ბრწყინვალე სტატისტიკის ფონზე, კვარაცხელიამ ევროპული ფეხბურთის ფლაგმანების ინტერესი დაიმსახურა. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ნიკოლო სკირა ავრცელებს.



ჟურნალისტისა და სატრანსფერო ექსპერტის მტკიცებით, მადრიდის "რეალის", "ჩელსის", "ტოტენჰემის", "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" სკაუტები 21 წლის ქართველი ვარსკვლავის თამაშს აკვირდებიან.

სხვა სტატიები