Belive

რეალის ყოფილი მცველი კოვაჩევიჩის მკვლელობის შეკვეთას უარყოფს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რეალის" ყოფილი მცველი, რაულ ბრავო დარკო კოვაჩევიჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით ყოველგვარ კავშირს უარყოფს. იანვრის დასაწყისში, კოვაჩევიჩს, რომელიც ბრავოსთან ერთად "ოლიმპიაკოსის" ღირსებას იცავდა (2007,2009) ათენში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. კოვაჩევიჩი სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა თუმცა საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით, სერბულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარკო კოვაჩევიჩის მკვლელობის შემკვეთი, შესაძლოა რაულ ბრავო ყოფილიყო, რომელიც გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალში იყო გახვეული. "სერბულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვაჩევიჩის მკვლელობა მე შევუკვეთე. მათ მხოლოდ საკუთარი გაზეთის გაყიდვა სურთ - ყველაფრის ჩემზე გადმობრალება კი პრესისთვის მომგებიანი იყო. რა თქმა უნდა სრული სიცრუეა - სისულელეა." "კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კოვაჩევიჩთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ის არასდროს ყოფილა უსიამოვნებებში გახვეული და კარიერის განმავლობაში სოლიდური თანხა გამოიმუშავა. ვერ ვხვდები ეს რატომ მოხდა", - აღნიშნა რაულ ბრავომ.

სხვა სტატიები