Belive

რეალმა ახალი სეზონის ფორმები წარადგინა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო გუნდები ახალი სეზონის დაწყებამდე საზოგადოებისთვის ახალი ფორმების წარდგენას აგრძელებენ. 2020/21 წლების სეზონის მაისურები ამჯერად "რეალ მადრიდმა" წარადგინა. "ბლანკოსი" საშინაო მატჩებში კვლავ თეთრი ფერით შეიმოსება. რაც შეეხება საგარეო ფორმას, მადრიდელები ვარდისფერს ჩაიცვამენ, რითაც 2014/15 წლებს დაუბრუნდნენ. "რეალის" ფორმას წელსაც Adidas-ი ამზადებს. ისინი აცხადებენ, რომ ძალიან თამამი და მარტივია გუნდის ახალი მაისური, რომლის დიზაინი ასახავს მადრიდელთა "ნებისმიერ ფასად გამარჯვების უკომპრომისო მისიას."
BENZEMA-HOME_16x9Thumb
 

სხვა სტატიები