Belive

რეალმა აზარი უნომროდ წარადგინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, ედენ აზარი "მადრიდის რეალის" ფეხბურთელია. დღეს, 13 ივნისს, მისი პრეზენტაცია "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ნომერს მიანიჭებს მას გუნდი. ბელგიელმა კონტრაქტი გუნდის პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან გააფორმა, შემდეგ კი გუნდის მიერ მოგებული თასების ფონზე ფოტოები გადაიღო. ამ მომენტისთვის, თავისუფალი ნომერი "რეალში" 16-ია, თუმცა სავარაუდოდ, გუნდს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, აზარს კი უკეთესი ნომრის არჩევის საშუალება ექნება. შეგახსენებთ, რომ ბელგიელის სანაცვლოდ "რეალმა" 100 მილიონი ევრო გადაიხადა.

ასევე იხილეთ: რეალის ფანები აზარის პრეზენტაციისას: “ჩვენ მბაპე გვინდა!”

სხვა სტატიები