Belive

რეალმა აზარის გასაფორმებლად სატრანსფერო შეთავაზება გაზარდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" ედენ აზარის შესაძენად სატრანსფერო შეთავაზება გაზარდა. ესპანური და ბრიტანული მედია საშუალებების მტკიცებით, აზარის "ბლანკოსში" გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. წყაროს მტკიცებით, ესპანურ და ინგლისურ გრანდებს შორის მხოლოდ სატრანსფერო ღირებულებაა შესათანხმებელი, რის შემდეგად ბელგიელი ვარსკვლავი "რეალის" მაისურს მოირგებს. "არისტოკრატებს" აზარის სანაცვლოდ 140 მილიონი ევროს მიღება სურდათ - თუმცა "რეალი" მხოლოდ 100 მილიონი ევროს გადახდაზე იყო თანახმა. უახლესი ინფორმაციის თანახმად, მადრიდული გრანდის მესვეურები საბოლოო წინადადებას ამზადებენ, რომელიც ორივე კლუბისათვის მისაღები იქნება. მადრიდული გრანდის საბოლოო წინადადება 120 მილიონი ევროა. "ჩელსის" თანხმობის შემთხვევაში აზარი უახლოეს დღეებში მოაწერს კონტრაქტს ხელს. ბაქოში, ევროპა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, აზარმა განაცხადა რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და მხოლოდ კლუბების შეთანხმებას ელოდება.

სხვა სტატიები