Belive

რეალმა აზარს ახალი კლუბის ძებნისკენ მოუწოდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შესაძლოა, მალე ედენ აზარს მადრიდული კლუბის დატოვება მოუხდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები სუპერვარსკვლავს არ დაიტოვებენ.

2019 წელს "ლოს ბლანკოსმა" ბელგიელში 100 მილიონზე მეტი გადაიხადა, მაგრამ გაუთავებელმა ტრავმებმა მის კარიერას დაღი დაასვა. ედენმა "რეალში" მხოლოდ 72 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 7-ჯერ შეძლო გოლის გატანა. ამ ყველაფრის ფონზე, კარლო ანჩელოტი აზარის კლუბიდან გასაშვებად მზადაა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, "სამეფო კლუბმა" თავის ფეხბურთელს უთხრა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ სხვა გუნდის ძებნას დაიწყებდა.

ამ სეზონში აზარმა ლა ლიგაში მხოლოდ სამჯერ ითამაშა და გუნდისთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. ბელგიელმა ვერც გოლის და ვერც საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

როგორც Marca-მ აღნიშნა, ესპანურ კლუბს, აზარის წასვლის შემთხვევაში, კონტრაქტის მიხედვით, ხელფასის ნაწილის გადახდა მოუწევს.

არ არის გამორიცხული, რომ ედენი პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სეზონზე დახარჯული თანხის მიუხედავად, ლონდონელები მათი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას შეეცდებიან. შეგახსენებთ, რომ ბელგიელი შემტევი "სტემფორდ ბრიჯზე" 2012-2018 წლებში თამაშობდა.

სხვა სტატიები