Belive

რეალმა აზართან და ჩელსისთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული სპორტული მედიის თანახმად, ბელგიელი შემტევი, ედენ აზარი, უახლოეს მომავალში მადრიდულ გრანდს შეუერთდება. ცნობილია, რომ "რეალი" "ჩელსის" €100 მილიონს გადაუხდის, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება. ევროპა ლიგის თასის მოგების შემდეგ, ედენ აზარმა ღიად განაცხადა, რომ ეს გუნდთან დამშვიდობებისთვის საუკეთესო მომენტი იყო. მას შემდეგ, მადრიდულ და ლონდონურ მხარეებს შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ამჟამად კი კონტრაქტის საბოლოო დეტალების დაზუსტება ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ შემდეგი განცხადება გააკეთა: "როგორც იცით, აზარი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა მის ადამიანურ თვისებებზეც უნდა ვისაუბროთ. თუკი მას, როგორც ადამიანს გაიცნობთ, აღმოაჩენთ ის ბრწყინვალე პიროვნებაა. ვიცოდი, რომ აზარს წასვლა უნდოდა და ამის მიუხედავად, ვეცადე რომ მისი გადაწყვეტილებისთვის პატივი მეცა," აღნიშნა სარიმ. 28 წლის ბელგიელი "სტემფორდ ბრიჯზე" 7 წლის განმავლობაში თამაშობდა. ამ პერიოდში, მან პრემიერ ლიგა 2-ჯერ, FA თასი 1-ჯერ, ევროპა ლიგის თასი კი 2-ჯერ მოიგო.  

სხვა სტატიები