Belive

რეალმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში გუდიონსენის შვილი შეიყვანა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონისთვის გაფართხოებულ შემადგენლობაში 40 ფეხბურთელი, მათ შორის ეიდურ გუდიონსენის 19 წლის შვილი, ანდრი გუდიონსენი შეიყვანა. ანდრი ცენტრალური თავდამსხმელია. ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი უკვე ეროვნულ ნაკრებშიც შედგა - გუდიონსენმა 2 სექტემბერს რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა. ფორვარდმა 2010 წელს ვარჯიში ,,ბარსელონას'' აკადემიაში დაიწყო, სადაც 2013 წლამდე ასპარეზობდა. 2018 წელს კი ისლანდიელი ,,რეალს'' შეუერთდა. ,,სამეფო გუნდი'' ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ,,ინტერთან'', ,,შახტართან'' და ,,შერიფთან'' ერთად მოხვდა. მადრიდელები პირველ შეხვედრას 15 სექტემბერს, ,,ინტერთან'' სტუმრად გამართავენ.

სხვა სტატიები