Belive

რეალმა ჩუამენის ტრანსფერი დაადასტურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ორელიენ ჩუამენი კარიერას მადრიდის ,,რეალში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ,,სამეფო გუნდის'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 22 წლის ნახევარმცველმა ,,რეალთან'' 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი პრეზენტაცია ახალ კლუბში 14 ივნისს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ შედგება. ესპანური მედიის ცნობით, მადრიდელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევრომდე გადაიხადეს. ჩუამენი ,,ბორდოს'' აღზრდილია, საიდანაც 2020 წელს ,,მონაკოში'' გადავიდა. გასულ სეზონში ნახევარმცველმა ფრანგული კლუბის მაისურით ჩატარებულ 50 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები