Belive

რეალმა დაადასტურა - აზარმა მორიგი ტრავმა მიიღო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ედენ აზარი მოედანზე დაბრუნებას ისევ ვერ ახერხებს. ბელგიელმა ფეხბურთელმა მორიგი ტრავმა მიიღო. "რეალ მადრიდის" ოფიციალური განცხადების თანახმად, აზარმა მარჯვენა ფეხზე კუნთი დაიზიანა, რის გამოც მას 3-4 კვირა გაუცდება. გამოცდილი ვინგერი დღეს "ვალიადოლიდთან" შეხვედრის განაცხადშიც იყო, თუმცა ტრავმის გამო ის ზიდანის გუნდს გამოაკლდა. შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ბელგიელი გასულ ზაფხულს "ჩელსიდან" დაიმატა. აზარის სადებიუტო სეზონი მადრიდში წარუმატებელი იყო.
"ლა ლიგა გუნდმა კოლექტიური ძალისხმევის შედეგად მოიგო, თუმცა პირადად ჩემთვის, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი იყო", - განაცხადა ბელგიელმა სეზონის დასრულებისას.
29 წლის ვინგერმა სამეფო კლუბის რიგებში 22 შეხვედრა ჩაატარა, ამ პერიოდში მან 1 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები