Belive

რეალმა ხამესის ფასი შეამცირა - კოლუმბიელით პრემიერ ლიგის 4 გუნდი ინტერესდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნასთან ერთად გუნდები აქტიურად განიხილავენ თითოეული შესაძლო ტრანსფერის ოპტიმალურ დეტალებს. ამჯერად საქმე ეხება ხამეს როდრიგესს, რომელიც სამეფო კლუბის საკუთრებაშია. "რეალის" ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების შეემცირებინა, ვინაიდან მას კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ 1 წელი აკავშირებს და თუ მანამდე არ გაიყიდება, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს. როდრიგესის სატრანსფერო ღირებულებად 25 მილიონი ევრო დასახელდა. უნდა აღინიშნოს, რომ როდრიგესის შეძენა პრემიერ ლიგის კლუბებს სურთ. 28 წლის ნახევარმცველის შეძენის სურვილი დიდი ხნის წინ გამოთქვა "ევერტონმა" და მისმა მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ, თუმცა მათთან ერთად ფეხბურთელის გადასაბირებელ ბრძოლაში "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ვულვზი" არიან ჩართულნი. შეგახსენებთ, რომ როგრიგესმა ბოლო სეზონები იჯარის წესით "ბაიერნში" გაატარა, რომელთა რიგებშიც 67 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - მან ამ პერიოდში 15 გოლისა და 20 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები