Belive

რეალმა კუბო მალიორკაში იჯარით გაუშვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ახალწვეული, ტაკეფუსა კუბო კარიერას "მალიორკაში" გააგრძელებს. იაპონელი ფეხბურთელი "მალიორკაში" იჯარით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ "მალიორკა" ესპანეთის "ლა ლიგაში" აღზევდა და მიმდინარე სეზონში ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს. ტაკეფუსა კუბო "მალიორკას" ისტორიაში მესამე იაპონელია. მანამდე გუნდში იოშიტო ოკუბო და აკიჰიტო იეგანა ირიცხებოდნენ.

სხვა სტატიები