Belive

რეალმა პარი სენ-ჟერმენს სუპერწინადადებით მიმართა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალი" მორიგი მეგატრანსფერისთვის ემზადება - როგორც გავლენიანი სპორტული მედიასაშუალებები იუწყებიან, მადრიდელებმა "პარი სენ-ჟერმენს" €120 მილიონი და ამასთან, ლუკა მოდრიჩი შესთავაზეს.

მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე, ნეიმარი არამარტო "რეალის," არამედ "ბარსელონას" ინტერესის ობიექტიცაა - მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა ანტუან გრიზმანი შეიძინეს, მათ ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბრუნება მაინც სურთ. "პარი სენ-ჟერმენის სპორტული დირექტორის, ლეონარდოს თქმით, ნეიმარის წასვლა რეალურია: "ცხადია, რომ ნეიმარს გუნდის დატოვება სურს. თუმცა ფეხბურთში მეორე დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ბრაზილიელს ჩვენთან 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს," განაცხადა მან.

სხვა სტატიები