Belive

რეალმა ფეხბურთელი არსენალში გაანათხოვრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა" ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი, მარტინ ოდეგორი "არსენალში" გაუშვა. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თანახმად, ნორვეგიელი ნახევარმცველი ინგლისში 6 თვეს გაატარებს. ახლა მხარეები შეთანხმების საბოლოო დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც მარტინი "მეთოფეებს" სეზონის ბოლომდე შეუერთდება. აქვე გეტყვით, რომ "არსენალს" ოდეგორის გამოსყიდვის უფლება არ ექნება. მადრიდელებმა 22 წლის ფეხბურთელი უკვე მეოთხედ გაანათხოვრეს. მან ჯერ "ვიტესსა" და "ჰეერენვენში" ითამაშა, გასულ სეზონში კი "სოსიედადის" მაისური მოირგო.

სხვა სტატიები