Belive

რეალს პოგბას ტრანსფერში ბეილის ჩართვა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პოლ პოგბაა. "სამეფო კლუბი" ცდილობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ლიდერი საკუთარ რიგებში გადაიყვანოს. ამისათვის მადრიდელები ტრანსფერში გარეთ ბეილს ჩართავენ. ზინედინ ზიდანი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს, თუმცა "წითელი ეშმაკები" პოგბას გაყიდვას არ გეგმავენ. ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა რამდენჯერმე ესაუბრა პოგბას ამ საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ პოგბამ წინასასეზონო შეკრების პირველი ვარჯიში გამოტოვა. ცნობილია ისიც, რომ ფრანგი ნახევარმცველი ინგლისში თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობს. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას სატრანსფერო პერიოდი გვაჩვენებს.

სხვა სტატიები