Belive

რეალმა სელტასთან მატჩზე დასასწრებად მიიწვია მუშები, რომლებიც სტადიონის რეკონსტრუქციაში მონაწილეობდნენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრას ,,რეალსა'' და ,,სელტას'' შორის, სპეციალური მიწვევით, ,,სანტიაგო ბერნაბეუს'' რეკონსტრუქციაში მონაწილე ადამიანები (მათ შორის - მშენებლები, მღებავები, მუშები, დამლაგებლები) დაესწრებიან. ,,სამეფო გუნდი'' მშობლიურ არენაზე მატჩს 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად ჩაატარებს. ,,ბერნაბეუზე'' სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და რეკონსტრუქციისთვის დაახლოებით 500 მილიონი ევრო გამოიყო. შეხვედრების განახლების მიუხედავად, სტადიონზე მუშაობა 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ,,სანტიაგო ბერნაბეუს'' რეკონსტრუქცია აქამდე ორჯერ - 1982 და 2001 წლებში ჩაუტარდა. გასულ სეზონში ,,რეალი'' საშინაო შეხვედრებს გუნდის სარეზერვო სტადიონზე ,,ალფრედო დი სტეფანოზე'' მართავდა.



 

სხვა სტატიები