Belive

რეალმა ჭორები უარყო - ბრაზილიელი კლუბში რჩება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ედერ მილიტაოს მადირიდის "რეალში" გადასვლიდან 1 წელიც არაა გასული, თუმცა "სამეფო კლუბიდან" მისი წასვლის შესახებ უკვე იწერება. ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმარის სათამაშო დროს ვერ იღებს. იგი ზინედინ ზიდანისთვის სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის შემდეგ მესამე არჩევანია, თუმცა ნაჩო ფერნანდესთან შედარებით უპირატესი. თებერვლიდან მოყოლებული არსებობს ჭორები, რომ მილიტაოს გადაბირება ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემში" სურს. გარდა ამისა, 22 წლის ფეხბურთელს მიუნხენის "ბაიერნიც" აკვირდება. თუმცა, როგორც Marca წერს, "ბლანკოსების" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს ნდობა დაუდასტურა და შეატყობინა, რომ იგი სამწვრთნელო შტაბის ინტერესებში შედის. მილიტაომ "რეალში" მხოლოდ 13 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

სხვა სტატიები