Belive

რეალსა და ბარსელონას სამიზნეში ერთი და იგივე ფეხბურთელი ჰყავთ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი უცხოური გამოცემების თანახმად მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" ინტერესი ერთი და იმავე ფეხბურთელის მიმართ აქვთ. მათი მიზანი ჟოაო ფელიქს სეკუეირაა, რომელიც ბენფიკას შემტევი ნახევარმცველია - პორტუგალიაში მას "ახალგაზრდა კრიშტიანუ რონალდუს" სახელით იცნობენ. ლისაბონელები სეკუეირას ხარჯზე "გამდიდრებას" გეგმავენ, მათ ახალგაზრდა ფეხბურთელი 120 მილიონი ევრო დააფასეს. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად პორტუგალიელით "მიუნხენის ბაიერნი", "იუვენტუსი" და "ვესტ ჰემიც" ინტერესდებიან. საინტერესოა ვიხილავთ თუ არა "ორ კრიშტუანუ რონალდუს" ერთ გუნდში.    

სხვა სტატიები