Belive

რეალს კლასიკოს წინ მესამე ფეხბურთელი გამოაკლდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალს" დეკემბერში წამყვანი ფეხბურთელები გამოაკლდა. უკვე დადასტურებულია, რომ ედენ აზარი და მარსელო "სამეფო კლუბს" "ელ კლასიკოში" ვერ დაეხმარებიან. ბელგიელმა მოთამაშემ ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში, პსჟ-სთან 2:2 მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო. ცნობილია, რომ აზარი მოედანზე იანვრის დასაწყისში დაბრუნდება. რაც შეეხება მარსელოს, დიდი ალბათობით, ფეხის ტრავმის გამო ბრაზილიელს "ელ კლასიკოს" გამოტოვება მოუწევს, რადგან მისი დაბრუნება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმირებულია გარეთ ბეილიც. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა უელსელი "ბარსელონასთან". "რეალსა" და "ბარსელონას" შორის სეზონის პირველი დაპირისპირება 18 დეკემბერს გაიმართება.    

სხვა სტატიები