Belive

რეალს რამოსიც დატოვებს?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვრცელდება ინფორმაცია რომ სერხიო რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის "აიაქსთან" მატჩის შემდგომ გასახდელში შელაპარაკება მოხდა. კლუბის პრეზიდენტმა გუნდის თამაში გააკრიტიკა, რამოსმა კი უპასუხა "ეს ყველაფერი ცუდად დაგეგმილი სეზონის და რონალდუსა და ზიდანის გაშვების ბრალია". ამის შემდეგ პერესი რამოსს გუნდიდან გაშვებით დაემუქრა, სერხიომ კი მიაძახა : "გადამიხადე და წავალ" სერხიო რამოსს "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მისი წლიური ანაზღაურება კი 9,4 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები