Belive

რეალს სავარაუდოდ ანტონიო კონტე ჩაიბარებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Il Corriere dello Sport იტყობინება, რომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ხულენ ლოპეტეგის შედეგებით ძალიან უკმაყოფილოა - გუნდს ბოლო 4 შეხვედრაში არცერთი გოლი არ გაუტანია (3 ფრე, 1 წაგება). ცნობილია, რომ მადრიდული გუნდის წარმომადგენლები ლონდონის "ჩელსის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს უკვე შეხვდნენ. სავარაუდოა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მადრიდული გუნდის მესვეურები "ელ კლასიკოს" შემდეგ მიიღებენ, რომელიც 28 ოქტომბერს, "კამპ ნოუზე" გაიმართება. იტალიელი სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს დაიწყო და მას შემდეგ არეცოს, ბარის, ატალანტას, სიენას, იუვენტუსს, იტალიის ნაკრებსა და ჩელსის წვრთნიდა.

სხვა სტატიები