Belive

რეალს ზაფხულში მოურინიო სურდა და კოლოსალურ თანხასაც სთავაზობდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალს" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჟოზე მოურინიოს დაბრუნება სურს, რომელიც ორშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გააგდეს. El Pais-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფორმაციამ ხოსე ანხელ სანჩესის წრიდან გაჟონა, რომელიც მადრიდის "რეალში" ფლორენტინო პერესის შემდეგ პირველი კაცია. "ხელმძღვანელობა ესაუბრა სამეფო კლუბის ფეხბურთელებს და მოისმინა მათი აზრი პორტუგალიელის დაბრუნების თაობაზე" - აცხადებს წყარო. აღსანიშნავია, რომ პერესს მოურინიოს წაყვანა ინგლისიდან ზაფხულშიც სურდა და წელიწადში 20 მილიონიან ხელფასსაც სთავაზობდა, თუმცა მაშინ "განსაკუთრებულმა" ნისლიან ალბიონზე დარჩენა არჩია.

სხვა სტატიები