Belive

რეალში შეთანხმდნენ, რომ ზიდანის წასვლის შემდეგ მის პოსტს რაული დაიკავებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რელმა" გადაწყვეტილება მიიღო იმის თაობაზე, თუ ვინ შეცვლის ზიდანს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ფრანგი სპეციალისტის "სამეფო კლუბიდან" წასვლის შემდეგ გუნდს მადრიდელთა კიდევ ერთი ლეგენდა - რაულ გონსალესი ჩაიბარებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, "რეალის" ხელმძღვანელობა ზიდანის შემცვლელად ორ ვარიანტს განიხილავდა, აქედან ერთ-ერთი თავისით გამოირიცხა - მაურისიო პოჩეტინო "პსჟ"-ის მთავარი მწვრთნელი გახდა, თუმცა მანამდე არგენტინელი სპეციალისტი "რეალში" მუშაობის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. შესაბამისად, "რეალის" არჩევანი ლეგენდარულ ესპანელ ფორვარდზე, რაულზე შეჩერდა, რომელიც კლუბის სრტუქტურაში 2018 წლიდან მოყოლებული მუშაობს. 43 წლის რაული ამჟამად კლუბის მეორე გუნდს უდგას სათავეში. ამ თანამდებობაზე "რეალის" ყოფილი შემტევი 2019 წლის მაისიდან მუშაობს. "რეალის" რიგებში რაულ გონსალესი 1994-2010 წლებში ასპარეზობდა და გუნდთან ერთად 16 ტიტული მოიგო, მათ შორის 3-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა.    

სხვა სტატიები